ციცქიშვილი რუსუდან კიტას ასული
ციცქიშვილი რუსუდან კიტას ასული

ციცქიშვილი რუსუდან კიტას ასული (01.II.1963, თბილისი), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. კანდიდატი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტი (1985) და მიენიჭა ფსიქოლ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1989). მუშაობდა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტზე (1989–2009). სხვადასხვა დროს იყო: უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1989–1991); ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1993–1997) და ასოცირებული პროფესორი (2005–2009). ამასთან ერთად, იგი იყო შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2003–2005) და სრული პროფესორი საქართვ. უნ-ტის ბიზნესისა და ადმ. მეცნ. სკოლაში (2007-დან). გავლილი აქვს არაერთი საერთაშ. პროგრამა და პროფ. ტრენინგი, მათ შორის: აშშ-ის სახელმწ. დეპარტ. საერთაშ. ვიზიტორთა პროგრამა „კონფლიქტების მოგვარება“ (ვაშინგტონი, აშშ, 2004); ტრენერთა ტრენინგი „უფლებამოსილებითი განათლება“ (კიევი, უკრაინა, 1999); ტრენინგი „ქალები როგორც მშვიდობისმყოფელები“ (თბილისი, საქართვ., 1999); ტრენინგი „კონფლიქტების ალტერნატიული მოგვარება“ (თბილისი, საქართვ., 1995). არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: ,,არაფინანსური კომპენსაციის მამოტივირებელი ეფექტები” (საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „ინტელექტი“, №1 (54), 2016); ,,ეთიკის როლი ორგანიზაციის ეფექტიანობაში (სამეცნ. ჟურნ. „ბიზნეს-ინჟინერინგი“, №1-2, 2016); "თვითრეგულაცია კარიერის განვითარებაში” (საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „ინტელექტი“, №1 (63), 2019); “შრომითი ღირებულებები და ინდივიდუალური მიდგომა მუშაკის მოტივაციისადმი” (საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. „ინტელექტი“, №2 (69), 2021); “მომხმარებლის ქცევის ტრანსფორმაცია ონლაინ გარემოში” (სოც. ფსიქოლ. მიმომხილველები, 4(1), 2022); “ბრენდის აღქმა თაობათა ჭრილში” (საქართვ. მარკეტინგის ჟურნ., 2(1), 2023). დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2013).

თხზ.: ციცქიშვილი, რ. (2012). სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბ., საქართვ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789994050581.